სალომე ზურაბიშვილი უნივერსიტეტის გარეშე, რომელიც რჩება თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად, სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს
„სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება, ახალი თაობის განათლება თავისუფალ საფუძვლებზე და ამ ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენ უნდა დავიცვათ - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, უნივერსიტეტის გარეშე, რომელიც რჩება თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ცენტრად, სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. „დღეს 8 თებერვალია და მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს დიდი დღე. 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არ იყო მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება, ეს იყო პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა იწყება ორი რამით - ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსებას მოჰყვა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მრავალწლიანი მუშაობა იმპერიის რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდეგ საქართველოში ქართული, ეროვნული განათლების აღდგენის მიზნით. იმდროინდელი ინტელექტუალების უწყვეტმა შრომამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს უნივერსიტეტს. ამიტომაა, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა, რომ გაძლიერდეს, იყოს ევროპული და უზრუნველყოს ქვეყნის ნამდვილი მომავალი. ჩვენ, ისევე როგორც ყველა, ვინც ხელმძღვანელობდა ამ უნივერსიტეტის დაარსებას, გვჯერა, რომ დამოუკიდებელი უნივერსიტეტის გარეშე - უნივერსიტეტის გარეშე, რომელიც რჩება თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად - სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება და ახალი თაობის განათლება თავისუფალ საფუძვლებზე და ამ ყველაფრის სიმბოლო, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
• თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება • ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად 20 წლის გოგონა გარდაიცვალა • რომეო მიქაუტაძე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები ბრალდებებს და მიმაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. • ელენე ხოშტარია - დიდი გარღვევა მოხდა - მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს • საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდა. • ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობისთვის" საქართველოს მოქალაქე დააკავეს. •