ნარკოდანაშაულისთვის სამი პირია დაკავებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით რეალიზაციაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს: ნ.ბ. 1995 წელს დაბადებული ჯ.ა. 1990 წელს დაბადებული და ა.ა. 1985 წელს დაბადებული. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულთა საცხოვრებელ კორპუსებში ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს გასაყიდად მომზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: ჰეროინი, მეტადონი და ჩირი მარიხუანა. „გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების შესაფუთად საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 ტერტი და 260 კვარტლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
• ევროკავშირი აძლიერებს კონტროლს საქართველოს ყველა მოქალაქის შემოსვლაზე • კალასი: ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მაგრამ მათ, ვინც რეპრესიებს წარმოადგენენ, ჩვენს კავშირში ადგილი არ არის • თბილისის მერიამ დასუფთავების ახალი ტექნიკა თითქმის 3,2 მილიონ დოლარად შეიძინა • საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. • საქართველომ და სომხეთმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი განიხილეს • კაია კალასი და მარტა კოსი: ახალი კანონმდებლობა აწესებს ქვეყანაში პოლიტიკურ აქტივობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას - ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება კონსტიტუციაში დაფიქსირებულ მიზანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. •