ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის 40 მდე ფიზიკური პირი და ბიზნესი დაჯარიმდა
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის 40-მდე ფიზიკური პირი და ბიზნესი დაჯარიმდა. გარემოს დაცვის კონტროლის დეპარტამენტმა განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გარდა დედაქალაქისა, სამართალდარღვევა დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გამოვლინდა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წვის და გარემოს დაბინძურების ფაქტები მუნიციპალური არასახიფათო, სახიფათო, სამშენებლო, ინერტული და ცხოველური ნარჩენებით. ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ უწყვეტ პატრულირებას გარემოსდაცვითი დარღვევების დროული პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით.
• სალომე სამადაშვილი: ევროპელი დიპლომატებისთვის საქართველოში უფრო მტრული გარემოა, ვიდრე რუსეთში - რაც შეეხება ირანს, ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, ყველას მოუწევს ძალიან ფრთხილი პოზიციის დაკავება. • თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი კოკა მორგოშია დაიკითხება. • საქართველოში მსჯავრდებული რუსი ოთხი დღით ანტისანიტარიულ საკანში გადაიყვანეს. • ფაშინიანი: მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის • ფაშინიანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ბაქოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში გაწეული დახმარებისთვის • ჰეგსეთმა თქვა, როგორ ჩაძირა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული ხომალდი •