თბილისსა და ბათუმში 26 უკანონო ემიგრანტი დააკავეს
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში მიგრაციის კონტროლის მიზნით სპეციალური ღონისძიებები გაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს 26 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის, ინდოეთის, შრი-ლანკის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის, ირანის, სუდანის, იორდანიის, ქუვეითის, ნეპალის და ეთიოპიის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. ამ დროისთვის დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, იუწყება შსს.
• გიგა ფარულავა - მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ყველაზე მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერების მიზეზი არავის აქვს! - მივმართავ ოცნების ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც მაინც შეუძლია ამ არაადეკვატურობის შეჩერება, თქვენ ხართ! • ევროკავშირმა ვერ იპოვა ყულევის პორტის სანქციების სიაში შეყვანის საფუძველი • მნიშვნელოვანი იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნის მიღწევა, ასევე კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინება. • კავკასიური საიდუმლოებები: მითები, ლეგენდები და არქეოლოგიური საიდუმლოებები • TI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს. • არჩილ გორდულაძე - „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციის უბედურება გახდა - პასუხობს: უნდა გაუქმდეს კანონები გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შეცვლა? •