მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ლანჩხუთში 64 წლის მამაკაცი დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 64 წლის მამაკაცი დააკავეს. გამომძიებლების ინფორმაციით, მან სანადირო თოფიდან გასროლით მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი სამეგრელოს რეგიონში დააკავა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ჩხუბის დროს ბრალდებულმა სანადირო თოფით ესროლა 1984 წელს დაბადებულ მამაკაცს (რ.ბ.), შემდეგ კი მიიმალა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს ეჭვმიტანილი (დ.გ.) დააკავეს, იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• საფრანგეთი მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები • აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საემიროები ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ირანის არაპროვოცირებული თავდასხმები • სააკაშვილი: ან ერთად ვიქნებით, ან გავქრებით • სუპერმარკეტების ქსელი 2 Nabiji მზად არის უარი თქვას Cashback სისტემაზე • თბილისში, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც 160-ზე მეტი ოჯახი უბინადოდ დატოვეს, გაასამართლეს • ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა •