მიხეილ ყაველაშვილი JD Vance სა და მარკო რუბიოს ვესაუბრეთ ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ვიცე პრეზიდენტმა პატრიარქიც ახსენა კარგი სიტყვები არ დაიშურა
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან - მათ ხაზი გაუსვეს ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალ წლებში გაგრძელდება ისევე დინამიურად, როგორც ეს თბილი შეხვედრის შემდეგ მოხდა, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც მილანში იმყოფება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში. მისივე თქმით, მათ საშუალება მიეცათ გაესაუბრათ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. "პირველ დღეს, როდესაც ჩვენ დავესწარით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას, მე ასევე აღვნიშნე, რომ ესწრებოდა მრავალი ქვეყნის ლიდერი. ეს ვახშამი სწორედ ამ მიზნით იყო მოწყობილი, რათა გვქონოდა შესაძლებლობა გვესაუბრა და ამ ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. ეროვნული ინტერესი, ოჯახური ღირებულებების შესახებ... სხვათა შორის, მან ახსენა ქრისტიანული, ისტორიული საკითხები - ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა ჩვენი ქვეყნის ასეთი დამოკიდებულების შესახებ და, სხვათა შორის, საკმაოდ კარგი სიტყვებიც არ დაიშურა და ჩვენ გვქონდა ასეთი თბილი, კარგი კომუნიკაცია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა დინამიურად გაგრძელდება უახლოეს წლებში.
• საქართველო თანდათან აკრძალავს პლასტმასის ბოთლებს • ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად 20 წლის გოგონა გარდაიცვალა • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები • 2025 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $1,68 მილიარდამდე გაიზარდა • მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. • ხაბეიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ უკვე არა რეზოლუცია, არამედ სამართლებრივი დოკუმენტია •