ლევან ბეჟაშვილი რეზო კიკნაძეს და მის თანაკლასელებს შეეზღუდათ ტელეფონით სარგებლობა ასევე, ჩემი გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მეორე კორპუსში ყ...
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულებს, მათ შორის რეზო კიკნაძეს და მის თანასაკნელებს, ტელეფონით სარგებლობა შეეზღუდათ. როგორც ბეჟაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს ინფორმაცია მას პატიმარმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ მიაწოდა. ბეჟაშვილის თქმით, მსჯავრდებულებს სატელეფონო ზარი ყოველდღიურად, დანიშნულ დროს ჰქონდათ, თუმცა ახალი შეზღუდვით დარეკვას მხოლოდ 10 დღეში ერთხელ შეეძლებათ. „გუშინ გლდანის ციხეში პოლიტპატიმარ ირაკლი ნადირაძეს ვესტუმრე და ვთხოვე რეზო კიკნაძისა და სხვა სინდისის პატიმრების თხოვნა გადმოეცა. მათ შეეზღუდათ სატელეფონო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მედიასთან, მათ ოჯახებთან და ახლობლებთან. მათ შეეძლოთ ნათესავებთან საუბარი ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში. მედია და საზოგადოება ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს და აღმოფხვრას მათთვის ეს შესაძლებლობა, რადგან ციხიდან წარმოთქმული ჭეშმარიტი, ობიექტური სიტყვები, საზოგადოების წახალისება, დღეს ხელისუფლებისთვის საფრთხის წყაროა და ისინი ამ შეზღუდვებს უკავშირებენ მათ საქმიანობას. ეს შეზღუდვა დაწესდა რეზო კიკნაძესა და მის საკანში მყოფ სხვა სინდისის პატიმრებზე. ასევე, ჩემი გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მეორე კორპუსში ყველა სინდისის პატიმარზე დაწესდა, თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი ინფორმაციაა და საჭიროებს დაზუსტებას. რეზო კიკნაძეს და მის თანასაკნელებს რომ შეზღუდვები დაწესდა, ამ ინფორმაციას მათი განცხადებებიდან გამომდინარე გაწვდით. საზოგადოებამ ასევე იცის, რომ პოლიტპატიმრებს, ირაკლი ნადირაძეს, ლევან ხაბეიშვილს, მურთაზ ზოდელავას და სხვებს აქვთ შეზღუდული კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, არასრულწლოვან შვილებთან, თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ სისხლის სამართლის საქმესთან და არ უქმნიან საფრთხეს გამოძიებას, თუნდაც ასეთ ოჯახის წევრებთან აქვთ შეზღუდული კომუნიკაცია“, - აცხადებს ბეჟაშვილი. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული სავარაუდო შეზღუდვა რეზო კიკნაძის გარდა, ირაკლი ქერაშვილს, გური მირცხულავას და თორნიკე გოშაძესაც დაუწესეს. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნული მსჯავრდებულების ადვოკატებს დაუკავშირდა, რომლებიც ამ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ. დეტალების გარკვევას უფლებადამცველები ორშაბათს შეძლებენ.
• აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა • რუსმა დიპლომატმა თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა • ენმ: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლებას არ სჭირდება ფოტოები და ხელის ჩამორთმევა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები • კალაძის საარჩევნო ოფისთან პუბლიკას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ორს ბრალი წაუყენეს • პაატა ზაქარეიშვილი: საქართველომ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სად დგას - ირანმა ყურადღება მიიპყრო რეგიონზე, ბოდიში მოუხადა თურქეთს, მაგრამ არა აზერბაიჯანს - ამ ფონზე ჩვენ სულელებივით ვიქცევით, დაჟინებით მარტო ვიქნებით, ვამბობთ, რომ "ერთი ფეხით არსად არ შევუერთდებით", "ჩვენი სუვერენიტეტი არ არის უზენაესი" - ეს არ არის უზენაესი სახელმწიფო. • ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს დაურეკა •