კობახიძე ყველამ ერთად მთავრობამ, ბიზნესმა, შეძლებისდაგვარად, ფასების შემცირებაზე უნდა იზრუნონ
„ჩვენ ყველამ ერთად, მთავრობა, ბიზნესი, უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენად შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვერცხზე ფასების შემცირების შესახებ კითხვის პასუხად. „ჩვენ უნდა შევამსუბუქოთ ეს სოციალური ტვირთი ჩვენს მოსახლეობაზე, რაც ამ ფასებში აისახება. ვფიქრობ, არის ამისთვის რესურსი. პარლამენტიც ჩაერთვება ამაში და შეიქმნა შესაბამისი საპარლამენტო კომისია. მომავალი კვირიდან კომისიის ფორმატში გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას ამ ღია შეხვედრებიდან არსებულ ვითარებაზე. იზრუნეთ ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
• ტურისტების ინტერესი საქართველოს პოპულარული ნაკრძალების მიმართ იზრდება • ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ • ქვემო ქართლში გზის მშენებლობის გამო რამდენიმე მოქალაქეს ქონებას ჩამოართმევენ • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ჯერ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი სხვა ყველაფერზე საუბარი. • ლევან ცუცქირიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ რეპორტაჟზე „ოცნებამ“ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყველას მოუწევს პასუხის გაცემა - ეშინიათ იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას. • ზაქარაშვილი: მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები გასაოცარია თავისი სიმკაცრით •