ჯაბა სამუშია ამ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება
ამ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება, - ამის შესახებ თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-მ მინისტრს გადასცა პოზიცია, რომელიც თსუ-ს და მის არჩეულ ორგანოებს აქვთ. „მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, დაისვა ბევრი საკითხი. მთავარია, რომ ჩვენი მხრიდან, თსუ-ს მხრიდან, მინისტრს გადავეცით თსუ და მისი არჩეული ორგანოების პოზიცია, ვგულისხმობ სენატს. გაგრძელდება და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და პირველ რიგში თსუ-მ და სტუ-მ ერთობლივად მოამზადონ ის ხედვები, რომლებიც ამ პროცესის საფუძველს დაედო დღეს ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
• ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას • ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა Cyberwit ქართველი პოეტის დათო მაღრაძის ლექსების ახალ კრებულს „ჰამლეტის სარკე“ აქვეყნებს. • ძნელად მისადგომ ადგილებში სამუშაოდ აჭარის მეტყევეებს ჯიპები გადაეცათ • ევროკავშირი აძლიერებს კონტროლს საქართველოს ყველა მოქალაქის შემოსვლაზე • ტრამპმა მიიწვია ირანელი დიპლომატები, რომ გახდნენ ირანის ახალი მთავრობის ბირთვი • IRI-ის გამოკითხვა: სომხების 18% მიიჩნევს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად, მაგრამ 6% მიიჩნევს საქართველოს მთავარ საფრთხედ •