ირაკლი კობახიძე საქართველოში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ...

ირაკლი კობახიძე საქართველოში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ...

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და ამ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მიუხედავად სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეები გვქონდა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის მხრივ. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპმა 9.3%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში პირველ ადგილს დაიკავებს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის, ჩვენი ვალია შევიტანოთ შეძლებისდაგვარად დამკვიდრებული ტენდენციის შენარჩუნება და ამისთვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, კობახიძის თქმით, „ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უძრავი ქონების სექტორს, გასულ წელს კი უძრავი ქონების სექტორის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ზოგადი გარემო, გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და დაბალი კორუფციის მხრივ, საქართველო ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. საერთაშორისო რეიტინგებში გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის მზაობის რეიტინგს, ე.წ. B-READY, სადაც საქართველო ერთ-ერთი ლიდერია და მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ზოგადი ტენდენციები, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის კუთხით დამკვიდრდა, პირდაპირპროპორციულია უძრავი ქონების სექტორის დინამიკისა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს სექტორი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელებაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო. ზოგადი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს მიმართ, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, მხოლოდ ეს კონკრეტული ინვესტიცია გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას დაახლოებით 11 მილიარდი ლარით, რაც თავისთავად მეტყველებს. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ საქართველოს კავშირის და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. ამ მიმართულებით ფართომასშტაბიანი მშენებლობა იგეგმება. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს ასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო დიდ ზრდას ი

კალაძე: მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში სრული სისულელეასაქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნებაომბუდსმენის ყოფილი მოადგილე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს შეიძლება ჰქონდეს რეალური საერთაშორისო შედეგები საქართველოსთვისსაქართველოში მამაკაცის გამოძალვისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ორი დაკავებულიამინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.ქართულმა ოპოზიციამ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს "ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება" უწოდა.

ENDEKA