ირაკლი კობახიძე ჩვენ მზად ვართ ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი პრაქტიკა საგარეო გავლენებთან ბრძოლაში
ჩვენ მზად ვართ ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი პრაქტიკა საგარეო გავლენებთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება საგარეო გავლენებთან ბრძოლაში. „მოხარული ვართ, რომ ევროსაბჭოს აქვს ასეთი ინტერესი - საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენებთან ბრძოლაში, თქვენ იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და შემდგომი კანონმდებლობაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ევროსაბჭოს საგარეო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება“, - განაცხადა კობახიძემ. გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა გრანტებზე და რიგ კანონებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე და განაცხადა, რომ „იყო კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არ სურდათ ეწოდებინათ უცხო სახელმწიფოს გავლენის წარმომადგენლები და იმ დროს პირდაპირ უცხო სახელმწიფოებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში და ინიცირებული კანონპროექტი არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას“. "იყო კანონის გვერდის ავლით. კანონპროექტი, რომელიც ინიცირებული იყო, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლით მექანიზმების განეიტრალებას. იყო კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არ სურდათ ეწოდებინათ უცხო სახელმწიფოს გავლენის წარმომადგენლები და იმ დროს პირდაპირ უცხო სახელმწიფოებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში. ეს არის კანონის და კანონის გვერდის ავლის მცდელობა. ცნობისთვის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, ევროპის საბჭომ საქართველოს სთხოვა გაუზიაროს გამოცდილება საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. მახაშვილის თქმით, ევროსაბჭოს აინტერესებს, რა გამოცდილება აქვს საქართველოს ამ სფეროში. მისი თქმით, მათ უკვე შეკრიბეს გამოცდილება, კანონმდებლობა, ნაბიჯები და გადაწყვეტილებები და უკვე მიაწოდეს ევროპის საბჭოს.
• თათა ხვედელიანი „ოპოზიციურ ალიანსზე“: ადრეც გვიკვირდა, როგორ არ ერთიანდებოდა ეს პარტიები და სუბიექტები, რადგან ყველას ერთი და იგივე საფუძველი აქვს - „ნაციონალური“ წარმომავლობა • როგორ ხდება ქართული მეღვინეობის სუბსიდირება და რატომ იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთში? • ძმები მიქაძეების ადვოკატი: კოკა მორგოშიამ დღეს თავისუფალ ნარატიულ ნაწილში ბევრი ილაპარაკა გარემოებებზე, მაგრამ კითხვაზე, ვინ დაადასტურებდა მის ნათქვამს, მისი პასუხი იყო, რომ ან არ ახსოვს, ან არ სურს ახსნა - ეს მის ჩვენებას არასანდო ხდის. • გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - ზურაბიშვილი დაკარგულია, როგორც დემონტაჟული ნაწილებისგან შექმნილი მანქანის მძღოლი - მინდა ამ მანქანაში ვნახო, მაგრამ რამდენიმე მეტრის გადაადგილების შემდეგ ისევ აღმოჩნდებიან, საიდანაც სავარაუდოდ მოვიდნენ. • თამარ ბაგრატიონმა პატიმარ ქალებს დედის დღე მიულოცა • ალი ლარიჯანი: ხამენეის წამება ძვირად დაგიჯდებათ •