11 თებერვალს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გაიმართება
აშშ-ის ჰელსინკის კომისია 11 თებერვალს გამართავს ბრიფინგს თემაზე: „ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „2024 წლის ოქტომბრიდან მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო საქართველო ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომელიც აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, ჩაახშოს განსხვავებული აზრი და ართმევს სასამართლოს დამოუკიდებლობას. რეპრესიები ერთნაირად შეეხო სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ხელისუფლებამ გააყინა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს და დააპატიმრეს ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოიძახეს ყალბ სასამართლო პროცესებზე და მიუსაჯეს პატიმრობა მათი უფლებამოსილების აღიარებაზე უარის თქმისთვის. მშვიდობიანი პროტესტი ახლა მძიმე ჯარიმებსა და ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრიფინგზე განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუარესება, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა განსხვავებული აზრის დასჯის და დემორალიზების მიზნით და საქართველოს წინსვლის გზა“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, რომელიც ამინდის პირობების გამო გადაიდო.
• გერმანიის ელჩი - სამწუხაროა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰოსპიტალიზაციის შესახებ - არა, კეთილმა დალოცოს და უყუროს მას • გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს. • კუპრაძე: შალვა პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას უმოკლებს • ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულიაკს შეხვდა • სარჯველაძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწრაფად აღდგეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაა • უნგრეთი ქართველი ხალხის - სიიარტოს მხარესაა •