11 თებერვალს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გაიმართება

11 თებერვალს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გაიმართება

აშშ-ის ჰელსინკის კომისია 11 თებერვალს გამართავს ბრიფინგს თემაზე: „ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „2024 წლის ოქტომბრიდან მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო საქართველო ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომელიც აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, ჩაახშოს განსხვავებული აზრი და ართმევს სასამართლოს დამოუკიდებლობას. რეპრესიები ერთნაირად შეეხო სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ხელისუფლებამ გააყინა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს და დააპატიმრეს ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოიძახეს ყალბ სასამართლო პროცესებზე და მიუსაჯეს პატიმრობა მათი უფლებამოსილების აღიარებაზე უარის თქმისთვის. მშვიდობიანი პროტესტი ახლა მძიმე ჯარიმებსა და ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრიფინგზე განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუარესება, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა განსხვავებული აზრის დასჯის და დემორალიზების მიზნით და საქართველოს წინსვლის გზა“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, რომელიც ამინდის პირობების გამო გადაიდო.

რუსეთში ადვოკატ ბექა ბასილაის დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთასაქართველო მზადაა მხარი დაუჭიროს რეგიონულ სამშვიდობო ძალისხმევას, - განაცხადა კობახიძემ პაშინიანის ვიზიტის დროსგიორგი შარაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ღალატია, როცა ბრძოლის ველს ტოვებ - ფაქტობრივად, 12 კაცი ვაკეთებთ მთელი ოპოზიციის საქმესთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გაფართოებას გეგმავსკალაძის საარჩევნო ოფისთან პუბლიკას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ორს ბრალი წაუყენესგიგა ბოკერია საპარლამენტო დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე: ამ ეტაპზე არანაირი წინაპირობა არ არსებობს - რაც საჯაროდ ვიცით, არაფერი შეცვლილა და ყველა ეს ვარაუდი უსაფუძვლოა.

ENDEKA