თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე პატიმრობაში რჩებიან.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე პატიმრობაში რჩებიან.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მასთან დაკავებულ პირებთან - გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება განიხილეს და უცვლელი დარჩა. ბურჭულაძის ადვოკატებმა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს და დამატებითი შემაკავებელი ზომების, მათ შორის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამის ორგანოებს გადაცემის თაობაზე შესთავაზეს. დაცვის მხარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბურჭულაძეს ეკრძალება ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა. „მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს და პროკურორის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც კი ჩვენს სასარგებლოდ გვაძლევენ ჩვენებას, ვითხოვთ გირაოს 10 000 ლარის ოდენობას, თუმცა საბოლოო თანხა სასამართლომ უნდა განსაზღვროს. ჩვენ ასევე მზად ვართ მივიღოთ დამატებითი ვალდებულებები, მათ შორის პასპორტის ჩამორთმევა. მოგეხსენებათ, პროკურორი ვერ ასახელებს ერთ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ უნდა დარჩეს ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლების დროს, ის შეძლებს უფრო ეფექტურად დაეხმაროს სასამართლოს სიმართლის დადგენაში. არ არის აუცილებელი, პირი დარჩეს პატიმრობაში - გირაო ზუსტად გამოსაყენებლად არსებობს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე ბრალდებულს ეკრძალება ოჯახებთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან ყოველგვარი ურთიერთობა“, - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს. ეს ბრალდებები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს ბრალად ედება 1 593 212 ლარის უკანონო და გაუმართლებელი შემოსავლის გათეთრება. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2023 წელს, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, ბურჭულაძემ სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო მოწყობილობა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რამაც სამინისტროს 1,7283 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ შეიძინეს ქონება. ამ თანხების წარმომავლობის დასამალად და დასამალად და გარიგების კანონიერი იერსახის მისაცემად მათ, სავარაუდოდ, წყნეთში მდებარე უძრავ ქონებაზე მესამე პირთან გააფორმეს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება ვლადიმერ გუდუშაურს და გიორგი ხაინდრავას, მათ ბრალად დიდი თანხების მითვისება ედებათ, ხოლო ვასილ მხეიძეს მითვისებაში ხელშეწყობა ედებათ. მათ ბრალი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ედებათ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი თანხების მითვისება, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. ეს ბრალდებები 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ გუდუშაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თბილისის მერიამ დასუფთავების ახალი ტექნიკა თითქმის 3,2 მილიონ დოლარად შეიძინააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზეახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა კიევს მიმართეს თვითმფრინავების ომის გამოცდილების მისაღებადკომუნიკაციების კომისია: გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მედიის პლურალიზმს - მომავალი კვირიდან გავააქტიურებთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმებს.ADB-მ და თბილისმა თანამშრომლობის საკითხები განიხილესირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს დაურეკა

ENDEKA