შსს გარდაბანში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს ის პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც გარდაბანში ცოლს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულად 1988 წელს დაბადებული ფ.ა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულში გამოყენებული იარაღი - დანა. „შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ფ.ა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2000 წელს დაბადებულ მეუღლეს, მ.გ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული პოლიციას ნებაყოფლობით წარუდგინა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცავებმა ბრალდებულად ფ.ა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღი - დანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
• 2 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს რუმინეთთან გამართავს • რას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტები • უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს • ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო კავკასიის სამედიცინო ცენტრს. • კალასი: საქართველოს საკითხს „დეტალურად“ განვიხილავთ, ხოლო ქვეყანაში ვითარების გაუარესება აღვნიშნეთ • 80 წლის ქართველმა სპორტსმენმა ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვა. •