შსს გარდაბანში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს ის პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა

შსს გარდაბანში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს ის პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც გარდაბანში ცოლს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულად 1988 წელს დაბადებული ფ.ა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულში გამოყენებული იარაღი - დანა. „შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ფ.ა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2000 წელს დაბადებულ მეუღლეს, მ.გ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული პოლიციას ნებაყოფლობით წარუდგინა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცავებმა ბრალდებულად ფ.ა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღი - დანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად ბინაში თითქმის ორი წელი ცხოვრობდალევან მახაშვილი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე - ეს უფრო პოლიტიკური სურვილების სიაა, ვიდრე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეალური დოკუმენტი - ეს პოლონელი პროფესორის ერთგვარ ენციკლოპედიას ჰგავს.რომეო მიქაუტაძე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები ბრალდებებს და მიმაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით.ევროპარლამენტი: საქართველოში რეჟიმი რუსეთის გავლენის საშუალებას იძლევააჭარაში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავესმახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არაფერი აქვს საერთო ჰააგის სასამართლოსთან

ENDEKA