მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრებმა კვერცხზე ფასის შემცირება გადაწყვიტეს

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრებმა კვერცხზე ფასის შემცირება გადაწყვიტეს

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასების შემცირება გადაწყვიტეს. კერძოდ, სავანეთის, დილას, კოდასა და კუმისის კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ გადაწყვიტეს შეამცირონ ფასები მათ მიერ წარმოებულ კვერცხებზე, როგორც აუცილებელი პროდუქტი. ფასის შემცირება 5%-ით იქნება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც ეხება სურსათზე ფასების შემცირებას. ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიმართულია ფასების შემცირებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. კომპანიები აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მარჟის კუთხით გარკვეულ რისკებს შეიცავს; პროდუქციის ფასების უმნიშვნელო რყევა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, რაც პირდაპირ დამოკიდებულია ნედლეულის მსოფლიო ფასებზე. თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ამ რისკების მართვა და დაბალანსება. ამავდროულად, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა საცალო ვაჭრობის სექტორთან სავაჭრო მარჟის შესამცირებლად გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან წვლილი შეიტანონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებაში და წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

როდის დაიწყო საქართველოს თანამედროვე ისტორია ან როგორ დაიღუპნენ ქართველები „სტალინის ღირსებისთვის“?ტაბახმელში სკოლის მასწავლებლის ცხედარი იპოვესეუთოს 24 მონაწილე სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.გივი თარგამაძე: დაკითხვის მთავარი არსი იყო, ზიანს აყენებს თუ არა ქვეყანას ჩემი განცხადება ასეთ ვითარებაში - ჩემი პასუხი ცალსახად არის „არა“! - მე ვცადე აეხსნა, რომ რაც ხდება ზიანს აყენებს ქვეყანას და მისი პრევენცია არ ხდებაელენე ხოშტარია: „მოსკოვის მექანიზმი“ სრულიად ახალ რეალობას ქმნისლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ვამპირია, მიდის და კბენს - ვამპირს დღის სინათლის ეშინია, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს, რომ ეს ბოროტება დასრულდეს

ENDEKA