დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექი, თოვლი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი
8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში ნალექი, ადგილ-ადგილ უხვი ნალექია მოსალოდნელი. 9 თებერვალს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ასევე ნისლი, ქარბუქი და მაღალი ზვავსაშიშროება. ძლიერი თოვის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება დასავლეთ საქართველოს მდინარეებში, ხოლო მთიან და მთიან რაიონებში - მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გაძლიერება (საშიშროების დონე - საშუალო).
• აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 შემთხვევა გამოვლინდა • ნიკა გვარამია: არავის უთქვამს, რომ სამოკავშირეო ცხოვრება ადვილი იქნება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ უფრო მეტსაც დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ • ხუხაშვილი: მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერია არსებობს, მე რეგიონზე ვსაუბრობდი • ქინქლაძის ფონდი საქართველოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა • ლოკოკინების ექსპორტმა საქართველოს წელიწადში 2,6 მილიონი დოლარი მოუტანა • საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 8,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა •