TBC მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის ლიგის დაწყებას გზა საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადებისკენ

TBC მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის ლიგის დაწყებას გზა საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადებისკენ

საკუთარი მიზნებისა და ამბიციების რწმენა მთავარია — და TBC-ის ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო კურსების მეშვეობით, სტუდენტებს შეუძლიათ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროს შესწავლა, დამწყებიდან პროფესიონალურ დონემდე. TBC-ის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, ხელოვნური ინტელექტის ლიგის პირველი რაუნდი წარმატებით ჩატარდა. ხელოვნური ინტელექტის ლიგა ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადის სასწავლო პროგრამის ნაწილია და სტუდენტებს ამზადებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადებისთვის. ლიგა წარმოადგენს კურსის პრაქტიკულ კომპონენტს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, ოლიმპიადის სტილის ფორმატში გამოსცადონ თავიანთი ცოდნა და ახლად შეძენილი უნარები. ეს პროცესი სტუდენტებს არა მხოლოდ შეჯიბრებებისთვის, არამედ რეალური სამყაროს ხელოვნური ინტელექტის ამოცანების გადაჭრისთვისაც ამზადებს. ხელოვნური ინტელექტის ლიგის პირველ რაუნდში დაახლოებით 50 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მასპინძლობდა საქართველოს ტექნოლოგიური ოლიმპიადის ჰაბის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ GAIA-ს მიერ ინიცირებული და TBC-ის მიერ მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადის სასწავლო კურსი მეორედ ტარდება. 2025 წლის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქვეყანა ამჟამად დუბაიში გასამართი 2026 წლის ეროვნული და საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადებისთვის ემზადება. TBC-სთვის ხელოვნური ინტელექტის განათლება სტრატეგიული პრიორიტეტია. ექსპერტიზისა და პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების მეშვეობით, კომპანია მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარების კულტურის ხელშეწყობას, პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარების მხარდაჭერას და საქართველოს პოზიციების გაძლიერებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

პაპუაშვილმა გამოაცხადა ევროკავშირის მზადყოფნა ძალის გამოყენებით დაამყაროს დემოკრატია საქართველოშიშეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აუკრძალა ვენესუელას რუსეთთან ნავთობის გარიგებაესტონეთის პარლამენტმა რუსეთის აგრესიის სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა დაამტკიცალეგენდარული მობი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავსრუსმა აქტივისტებმა საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში ზინოვკინას, გრიბულის და ჩეჩინის გათავისუფლების მოთხოვნით წერილები გაუგზავნეს.პიტერ ფიშერი განმარტავს, თუ რა დირექტივები მიიღო გერმანიის მთავრობისგან, როცა საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს

ENDEKA