საქართველოს ელჩი აშშ ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ელჩი აშშ ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები - უფროსი მრჩეველი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში ჯონათან ასკონასა და სპეციალური თანაშემწე ჩარლზ იოკი. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში იტყობინება. საელჩოს ცნობით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. „შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა საქართველოს როლი, როგორც რეგიონული დამაკავშირებელი და განიხილეს შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საგარეო გავლენით დახმარება შესთავაზაკალაძე: შეხვედრები გაიმართა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღსადგენად, პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ამისთვის მზად ვართძველ ბათუმში უკანონო ნაგებობებისა და რეკლამის გამო კომერციული ობიექტები დააჯარიმესსაქართველომ რუსეთში სატვირთო მანქანების შემოსვლა აკრძალაშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ველით, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სრულად აღდგება და ტრამპის ადმინისტრაცია გამოასწორებს ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომებს.საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ENDEKA