საქართველოს ელჩი აშშ ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები - უფროსი მრჩეველი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში ჯონათან ასკონასა და სპეციალური თანაშემწე ჩარლზ იოკი. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში იტყობინება. საელჩოს ცნობით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. „შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა საქართველოს როლი, როგორც რეგიონული დამაკავშირებელი და განიხილეს შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
• თბილისში მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად ბინაში თითქმის ორი წელი ცხოვრობდა • ქართულმა ოპოზიციამ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს "ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება" უწოდა. • გიგა ფარულავა - მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ყველაზე მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერების მიზეზი არავის აქვს! - მივმართავ ოცნების ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც მაინც შეუძლია ამ არაადეკვატურობის შეჩერება, თქვენ ხართ! • თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება • მაჭარაშვილი: ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში, როგორ ვერ გაიგეს? • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები •