პრემიერ მინისტრი ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც საბოლოო...

პრემიერ მინისტრი ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც საბოლოო...

საქართველოში კონსტიტუციური წესრიგია, ყველამ უნდა პატივი სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც საბოლოოდ ამას უზრუნველყოფს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას. მისი თქმით, კანონი სწორად უნდა იყოს დაწერილი და პრაქტიკა სწორად უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა სიმართლის დასადგენად სხვადასხვა ინსტანცია არსებობს. „მახსოვს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიის მსგავსი წარმონაქმნი. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ის არ ცნობდა გერმანიაში დამყარებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკაა, საერთაშორისო გამოცდილებაც თავისთავად მეტყველებს. რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი პრინციპების დაცვა. საქართველოში არის კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ უნდა პატივი სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც საბოლოოდ ამას უზრუნველყოფს. კანონი სწორად უნდა იყოს დაწერილი და პრაქტიკა სწორად უნდა ჩამოყალიბდეს. ვეთანხმები, რომ ზღვარის გავლებასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სირთულეები იყოს, თუმცა, სამართლებრივი და მმართველობითი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევებში, მათ შორის ამ შემთხვევებში, ზღვარი სწორად გავიყვანოთ. თუ ეს ზღვარი სწორად არ არის გავლებული, არსებობს სხვადასხვა შემთხვევა, მათ შორის საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საზღვრის სწორად გადაკვეთის საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს. მთავარია, რომ შევქმნათ მექანიზმები კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოხუმი, ცხინვალი, მოსკოვის დაიჯესტი – 2026 წლის 3-9 აპრილიგვარამია: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და მას უფლება აქვს პოლიტიკური ველის განახლება მოინდომოსიერუსალიმში წმინდა ცეცხლის დაღმართის რიტუალის წინ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.Fox News საქართველოს შესახებ: ირანის რეჟიმი იყენებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციების გვერდის ავლით და მისი სამხედრო მანქანის დასაფინანსებლადრა ღირს პასკას გამოცხობა 2026 წელს?მთავრობა 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარებას აპირებს

ENDEKA