ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს ჩვენ გვინდა, რომ თსუ იმ მდგომარეობაში აღვადგინო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი თსუ-ს ერთგვარი შვილი იყო და „ის ისე უნდა აღდგეს, როგორც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ჩაფიქრებული“. „43% ტექნიკური მიმართულებებია, ხოლო 57% - იურიდიული, ეკონომიკური, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ იმ დისციპლინებთან, რომლებიც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ისწავლებოდა. ეს მარტივი სტატისტიკაა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს. ერთ დროს ის ერთგვარი შვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს სიტუაცია უნდა აღდგეს. როგორც ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრი იყო, ის უნდა აღდგეს. მას ხელი შეუშალეს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვაში, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა შეცვალეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორად და მის შემდეგ ყველაფერი აირია. ჩვენ გვინდა აღვადგინოთ თსუ-ში ის სიტუაცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
• ევროკავშირმა ქართველ ჩინოვნიკებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა • კალაძე: 2008 წელს ჩემი თანდასწრებით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა. მალე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო • პიტერ ფიშერი - სანქციების მიმართ რეალისტური მოლოდინი უნდა გქონდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც არ მოგვწონს, სანქციებს ვერ დავაწესებთ - შეხედეთ რუსეთს, მას არ შეუწყვეტია უკანონო საქმიანობა, ამიტომ სანქციები არ არის ყველაფრის გამოსავალი. • ევროკავშირის საბჭომ გზა გაუხსნა 8 წევრ სახელმწიფოს ხელახალი შეიარაღების დასაფინანსებლად დახმარებისთვის • ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა • დღეს თბილისის სასამართლოში რუსების ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულის საქმეზე სხდომა გაიმართა. •