ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს ჩვენ გვინდა, რომ თსუ იმ მდგომარეობაში აღვადგინო...

ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს ჩვენ გვინდა, რომ თსუ იმ მდგომარეობაში აღვადგინო...

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი თსუ-ს ერთგვარი შვილი იყო და „ის ისე უნდა აღდგეს, როგორც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ჩაფიქრებული“. „43% ტექნიკური მიმართულებებია, ხოლო 57% - იურიდიული, ეკონომიკური, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ იმ დისციპლინებთან, რომლებიც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ისწავლებოდა. ეს მარტივი სტატისტიკაა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება გერად იქცა, ეს უნდა შეიცვალოს. ერთ დროს ის ერთგვარი შვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს სიტუაცია უნდა აღდგეს. როგორც ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრი იყო, ის უნდა აღდგეს. მას ხელი შეუშალეს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვაში, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა შეცვალეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორად და მის შემდეგ ყველაფერი აირია. ჩვენ გვინდა აღვადგინოთ თსუ-ში ის სიტუაცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კავკასიური საიდუმლოებები: მითები, ლეგენდები და არქეოლოგიური საიდუმლოებებირომეო მიქაუტაძე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები ბრალდებებს და მიმაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით.რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მოამზადეს 14 კონტრარგუმენტი დაგეგმილი განათლების რეფორმის რისკებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით და შეიმუშავეს რეკომენდაციების პაკეტი.მეშახტეები თბილისში პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენლევან ცუცქირიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ რეპორტაჟზე „ოცნებამ“ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყველას მოუწევს პასუხის გაცემა - ეშინიათ იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას.

ENDEKA