ექსპერტი მოწმე 4 ოქტომბრის საქმეზე პრეზიდენტის სასახლესთან ღობის მონაკვეთები დეფორმირებულია, შედუღების ადგილზე გატეხილი, ერთი ღობე ნახევრად ჩამტვრეული...
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საპროტესტო საქმეზე ბრალდებულების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ამჟამად მოწმის სახით იკითხება სასაქონლო ექსპერტი შალვა კინწურაშვილი, რომელიც ნივთის ღირებულებას ითვლის. მისივე თქმით, მან პრეზიდენტის სასახლის ღობე დაზიანებულ მდგომარეობაში დაათვალიერა. მისი თქმით, ჯამური ზარალი 9300 ლარია. "გალავნის მონაკვეთები დაზიანებული, დეფორმირებული, შედუღების წერტილები იყო ჩატეხილი. ერთი ღობე იყო გარეთ, სამი შიგნით, ერთი ნახევრად დამტვრეული. ღობე არ იყო დაჟანგული", - განაცხადა შალვა კინწურაშვილმა. ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც ედებათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითაც ედებათ, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებას ეხება, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს საჯარო მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალი სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედებათ, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაყადაღებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გური ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. პაატა მანჯგალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• მარგუს წახნა: ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც არღვევენ დემოკრატიას საქართველოში • რატომ გამოიყვანა მილიარდერმა ივანიშვილმა შვილი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე? • საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს გაიმართება • სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს • ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე • ბათუმში სამარშრუტო ტარიფები გაიზარდა •