დარღვევები თბილისში შემოწმებული 13 საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან 10 ში დაფიქსირდა NAPG

დარღვევები თბილისში შემოწმებული 13 საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან 10 ში დაფიქსირდა NAPG

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო კონტროლი 13 საზოგადოებრივი კვების დაწესებულების სამზარეულოში განხორციელდა, მათგან 10-ში დარღვევები გამოვლინდა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული დარღვევა 8 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც ძირითადად სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს, მიკვლევადობასა და ეტიკეტირებას უკავშირდება. „10 დაწესებულებაში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევა, კერძოდ, ზოგადი სანიტარიული და ჰიგიენური სტანდარტების, კვების პროდუქტების მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, ასევე მეწარმეები არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ხოლო კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა 8 დაწესებულებაში. მეწარმეებს საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირებამდე და კრიტიკული დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, დროულად დაარეგისტრირონ თავიანთი საქმიანობა, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო სანქციები“, - ამბობს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის უფროსი ნატო მუსელიანი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეწარმეები კანონის შესაბამისად დაჯარიმდნენ და მათი წარმოების პროცესი შეჩერდა. სააგენტოს ინსპექტორებმა მეწარმეებს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები განუმარტეს. პრესრელიზში არ არის მითითებული, რომელ დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს შეატყობინონ ნებისმიერი დარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და საზოგადოების აქტიური მონაწილეობა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს სწრაფად გამოავლინოს და გამოასწოროს ნებისმიერი დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა მცირე ამანათების საბაჟო დაბეგვრის ახალი წესებიკობახიძე: კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენსსაერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სურსათის ფასების ჯაჭვს შეისწავლიანშეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აუკრძალა ვენესუელას რუსეთთან ნავთობის გარიგებაქაჯა კალასი ყულევის პორტზე - სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება - სანამ შეთანხმება არ მოხდება, არაფერი შეთანხმებული იქნებალევ ვლასენკო - მსოფლიოს პიანისტი თბილისიდან

ENDEKA