დარღვევები თბილისში შემოწმებული 13 საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან 10 ში დაფიქსირდა NAPG
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო კონტროლი 13 საზოგადოებრივი კვების დაწესებულების სამზარეულოში განხორციელდა, მათგან 10-ში დარღვევები გამოვლინდა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული დარღვევა 8 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც ძირითადად სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს, მიკვლევადობასა და ეტიკეტირებას უკავშირდება. „10 დაწესებულებაში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევა, კერძოდ, ზოგადი სანიტარიული და ჰიგიენური სტანდარტების, კვების პროდუქტების მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, ასევე მეწარმეები არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ხოლო კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა 8 დაწესებულებაში. მეწარმეებს საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირებამდე და კრიტიკული დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, დროულად დაარეგისტრირონ თავიანთი საქმიანობა, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო სანქციები“, - ამბობს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის უფროსი ნატო მუსელიანი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეწარმეები კანონის შესაბამისად დაჯარიმდნენ და მათი წარმოების პროცესი შეჩერდა. სააგენტოს ინსპექტორებმა მეწარმეებს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები განუმარტეს. პრესრელიზში არ არის მითითებული, რომელ დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს შეატყობინონ ნებისმიერი დარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და საზოგადოების აქტიური მონაწილეობა საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს სწრაფად გამოავლინოს და გამოასწოროს ნებისმიერი დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინია • არჩილ გორდულაძე - „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციის უბედურება გახდა - პასუხობს: უნდა გაუქმდეს კანონები გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შეცვლა? • ევროკავშირმა ვერ იპოვა ყულევის პორტის სანქციების სიაში შეყვანის საფუძველი • TI საქართველო: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ემუქრება კრიტიკულ ტელევიზიებს • გრიგოლ გეგელია: "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა უკიდურესად მძიმეა, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ავტოკრატია და "ქოცი" მისი დიქტატურად გადაქცევის მცდელობა - ეს არის საბოლოო განაჩენი "ქართული ოცნების" საერთაშორისო რეპუტაციაზე. • საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს კავშირი აქვს ირანთან - მედია •