ადვოკატის თქმით, ახალი ბრალი წაუყენეს ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულს და სერგეი კუხარჩუკს.
ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი ახალი დანაშაულისთვის წაუყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ განუცხადა, პროკურატურა მათ ციხეში ბანქოს თამაშში ადანაშაულებს. რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს, რომელსაც ნარკორეალიზაციაში ედება ბრალი, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ანტონ გრიბულს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელი და პირადი ნივთების ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვასა და შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მათ 8,5-8,5 წელი მიუსაჯეს. საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 11 ადამიანს შორისაა. დაკავებულ 11 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგვიანებით მოსამართლე გალუსტაშვილმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლში გადაკვალიფიცირა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ ქმედებებში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
• დღეს ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებულ ვითარებაზე ბრიფინგს გამართავს • ევროპარლამენტი ფულის დაზოგვის მიზნით ერთ-ერთ ჯილდოს აუქმებს • ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის აგრესიის სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა დაამტკიცა • საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სურსათის ფასების ჯაჭვს შეისწავლიან • ფარულავა: მოვუწოდებთ მამუკა მდინარაძეს აუხსნას საზოგადოებას აშშ-ში ვიზიტის მიზანი და ვის შეხვდა • ლევ ვლასენკო - მსოფლიოს პიანისტი თბილისიდან •