საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაშა დარსალიასა და აშშ ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაშა დარსალიასა და აშშ ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განიხილეს. „ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მზადყოფნას აღადგინოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევ ვლასენკო - მსოფლიოს პიანისტი თბილისიდან„ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა ძვირი სიამოვნებაა“, - ნინო წილოსანიპიტერ ფიშერმა განმარტა, თუ რა დირექტივები მიიღო გერმანიის ხელისუფლებისგან, როცა საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიესელენე ხოშტარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე - ეს არის დასავლეთის დევნა რუსეთის რეჟიმის მიერ, საჯაროდ და ღიად - გამიხარდება, თუ ჩემი წვლილი მინიმუმ 1% იქნება ივანიშვილის სანქციონირებაში.ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობსგერმანიის ელჩი: თუ საქართველო სხვა გზას აირჩევს, ჩვენ შევიტანთ კორექტირებას, უკანდახევა უკვე შეინიშნება

ENDEKA