საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაშა დარსალიასა და აშშ ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განიხილეს. „ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მზადყოფნას აღადგინოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
• შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება გარედან. • როდის დაიწყო საქართველოს თანამედროვე ისტორია ან როგორ დაიღუპნენ ქართველები „სტალინის ღირსებისთვის“? • მეწყერის გამო დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა • ჯავარა უგრეხელიძე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა • პაპუაშვილი: ევროპარლამენტი უახლოვდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას • სტამბა სასკოლო სახელმძღვანელოები წელს სახელმწიფოს 13,4 მილიონი ლარი დაუჯდება •