პროკურატურამ ავტოსარემონტო ქარხანაში ქურდობისა და თანხების გაფლანგვის საქმეზე ჩხრეკა ჩაატარა.

პროკურატურამ ავტოსარემონტო ქარხანაში ქურდობისა და თანხების გაფლანგვის საქმეზე ჩხრეკა ჩაატარა.

საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიებას აწარმოებს ავტოსარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის („ელექტრომატარებლების სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“ - რედ.) პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მითვისებასა და გაფლანგვასთან დაკავშირებით. სასამართლოს განკარგულებით, გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკა. გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის წერილისა და შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული აუდიტის მასალების საფუძველზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში სს ელექტრომატარებლების სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებასა და გაფლანგვასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. <…> 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა. გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ტვ პირველი“ აცხადებს, რომ არხის თანამგზავრული მაუწყებლობა გადაუხდელი გადასახადის გამო შეჩერებულიასაქართველოში 20 ლიტრზე ნაკლები მოცულობის სასმელებისთვის პლასტმასის კონტეინერებს აიკრძალებათავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი: ვაღიარებ იმ გარემოებებს, რომ ზიანი მივაყენე სახელმწიფო ბიუჯეტს და ვნანობ - მინისტრს ყველა ძირითადი შესყიდვის შესახებ ეცნობაევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „პოლიტპატიმრების“ შესახებ და მოუწოდებს მიზანმიმართული სანქციების დაწესებასშალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება გარედან.გიორგი სიორიძე: საზოგადოებამ დაივიწყოს, რა არის სსს-ის რეალური ფუნქცია; ის გადაიქცა ისეთ სააგენტოდ, როგორიც არის „კაგებე“ ან „ფსბ“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე.

ENDEKA