კობახიძე ერაყის ქურთისტანის პრემიერ მინისტრს შეხვდა

კობახიძე ერაყის ქურთისტანის პრემიერ მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძემ მასრურ ბარზანთან განიხილა ინვესტიციები, ვაჭრობა, ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრა დუბაიში გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის პრემიერ-მინისტრს მასრურ ბარზანს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.  მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე საინვესტიციო პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურებმა აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული პოზიცია, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლს რეგიონულ სავაჭრო გზებზე. კობახიძე და ბარზანი შუა დერეფნის განვითარებასაც შეეხო.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური დუბაიში იმყოფება, სადაც მსოფლიო მთავრობის სამიტი მიმდინარეობს. ქართულ დელეგაციაში ასევე იყვნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

საქართველოს უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი თბილისში, თანაწამყვანი არქისაქართველო პლასტმასის ბოთლების აკრძალვას გეგმავსსაერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სურსათის ფასების ჯაჭვს შეისწავლიანელენე ხოშტარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე - ეს არის დასავლეთის დევნა რუსეთის რეჟიმის მიერ, საჯაროდ და ღიად - გამიხარდება, თუ ჩემი წვლილი მინიმუმ 1% იქნება ივანიშვილის სანქციონირებაში.გერმანიის ელჩი: ევროკავშირი არ აწესებს სანქციებს, რადგან „მათ ვიღაცას არ მოსწონთ“ - მათ ამის მიზეზები სჭირდებათევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა მცირე ამანათების საბაჟო დაბეგვრის ახალი წესები

ENDEKA