ჯაბა სამუშია განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ მწვავე კითხვები იყო დიალოგი უნდა გაგრძელდეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც 3,5 საათს გაგრძელდა, თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესთან ხანგრძლივი და დაძაბული იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე მწვავე კითხვები დაისვა ორი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით. რექტორის თქმით, პარასკევს, 6 თებერვალს იგეგმება განათლების მინისტრთან ერთობლივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. „განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დაახლოებით 3 საათნახევარი გაგრძელდა. რა თქმა უნდა, იყო მწვავე კითხვები, დაისვა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. შეხვედრას ორ ნაწილად დავყოფ. შევთანხმდით, რომ შეხვედრები გაგრძელდება მეორე ნაწილთან დაკავშირებით. ბატონო გივი მიქანაძე ამ გადაწყვეტილებას განვიხილავთ შეხვედრაზე. თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
• ნიკა გვარამია ციხიდან 12 თებერვალს გათავისუფლდება • საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა • ეუთო - მოსკოვის მექანიზმის საექსპერტო მისია საქართველოში მუშაობას დღეს იწყებს • საქართველოში სურსათის ფასებს საერთაშორისო კომისია შეაფასებს • ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მან ტრამპს უთხრა, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში • ევროკავშირის საბჭომ გზა გაუხსნა 8 წევრ სახელმწიფოს ხელახალი შეიარაღების დასაფინანსებლად დახმარებისთვის •