ჯაბა სამუშია განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ მწვავე კითხვები იყო დიალოგი უნდა გაგრძელდეს

ჯაბა სამუშია განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ მწვავე კითხვები იყო დიალოგი უნდა გაგრძელდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც 3,5 საათს გაგრძელდა, თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესთან ხანგრძლივი და დაძაბული იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე მწვავე კითხვები დაისვა ორი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით. რექტორის თქმით, პარასკევს, 6 თებერვალს იგეგმება განათლების მინისტრთან ერთობლივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. „განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დაახლოებით 3 საათნახევარი გაგრძელდა. რა თქმა უნდა, იყო მწვავე კითხვები, დაისვა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. შეხვედრას ორ ნაწილად დავყოფ. შევთანხმდით, რომ შეხვედრები გაგრძელდება მეორე ნაწილთან დაკავშირებით. ბატონო გივი მიქანაძე ამ გადაწყვეტილებას განვიხილავთ შეხვედრაზე. თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები თავშესაფრებში სტერილიზაციის შემდეგ ცხოველების დაკარგვის შესახებ აცხადებენბერძნული მედიის ცნობით, ტანკერზე, რომელიც ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაარტყა, საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა.საქართველო 2026 წელს სურსათზე ფასების ზრდის პროგნოზით მსოფლიო ლიდერებს შორისააუკრაინის უახლესი: ომი კიდევ ერთ კვირაში შედის, როდესაც ევროპა კიევის შენარჩუნების გზებს ეძებსსტამბა სასკოლო სახელმძღვანელოები წელს სახელმწიფოს 13,4 მილიონი ლარი დაუჯდება

ENDEKA