განათლების სამინისტრო დღეს თსუ ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

განათლების სამინისტრო დღეს თსუ ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი იქნება. შეხვედრა სამინისტროში 17:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, გუშინ ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და 70-მდე პროფესორ-მასწავლებელთან შეხვედრა გამართა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მონაწილეებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.

ქართველი ჟურნალისტების დაჯილდოების შემდეგ კობახიძემ ევროკავშირში შექმნილ ვითარებას „ტრაგედია“ უწოდაქართველი ოლიმპიელები მედლებისთვის ფულად პრემიებს მიიღებენგასულ წელს საქართველოდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეები გააძევესმიხეილ სააკაშვილი JD Vance-ს - ჩვენ, პოლიტპატიმრებს საქართველოში, გვაქვს იმედის სხივი მას შემდეგ, რაც თქვენმა ადმინისტრაციამ გაათავისუფლა პოლიტპატიმრები ბელორუსიაში, მინდა გთხოვოთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მდგომარეობას.საქართველოში ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა შესაძლოა შემოვიდესევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას არ ცდილობს - კობახიძე

ENDEKA