განათლების სამინისტრო დღეს თსუ ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

განათლების სამინისტრო დღეს თსუ ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი იქნება. შეხვედრა სამინისტროში 17:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, გუშინ ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და 70-მდე პროფესორ-მასწავლებელთან შეხვედრა გამართა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მონაწილეებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.

თათა ხვედელიანი: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგებოდა - რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრებზე საუბარი არ შეიძლებაფაშინიანმა და კობახიძემ ერევანსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილესირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reuters„გახარია საქართველოსთვის“ კვლავ გაემიჯნა ოპოზიციურ გაერთიანებასბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის სუფთა ფურცლით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთანროგორ ხდება ქართული მეღვინეობის სუბსიდირება და რატომ იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთში?

ENDEKA