აჭარაში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მასშტაბური რეკონსტრუქცია დასრულდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა მთლიანად გარემონტდა. განახლებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, აუდიტორია, დახურული და გარე სპორტული სივრცეები, კომპიუტერული ლაბორატორია და სკოლის სხვა ობიექტები. ტერიტორია კეთილმოეწყო, შეიცვალა სახურავი და განახლდა შენობის ფასადი. სკოლამ შექმნა სივრცე ინკლუზიური განათლებისთვის; შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა. დასრულებული სამუშაოები პრემიერს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა. განახლებული სკოლა ასევე დაათვალიერეს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე ხელვაჩაურის მერმა.
• DMG Group-ი 64 მილიონი დოლარის გარიგებით იძენს Laguna Vere-ს და ყოფილ Silk Factory-ს • მაკრონმა ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა ევროკავშირის „დაშლის“ სურვილში • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა • „ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა ძვირი სიამოვნებაა“, - ნინო წილოსანი • გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა • პიტერ ფიშერმა განმარტა, თუ რა დირექტივები მიიღო გერმანიის ხელისუფლებისგან, როცა საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს •