აჭარაში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მასშტაბური რეკონსტრუქცია დასრულდა

აჭარაში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მასშტაბური რეკონსტრუქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა მთლიანად გარემონტდა. განახლებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, აუდიტორია, დახურული და გარე სპორტული სივრცეები, კომპიუტერული ლაბორატორია და სკოლის სხვა ობიექტები. ტერიტორია კეთილმოეწყო, შეიცვალა სახურავი და განახლდა შენობის ფასადი. სკოლამ შექმნა სივრცე ინკლუზიური განათლებისთვის; შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა. დასრულებული სამუშაოები პრემიერს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა. განახლებული სკოლა ასევე დაათვალიერეს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე ხელვაჩაურის მერმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფრინველის უკანონო სასაკლაოებს ავლენსდედოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალაპარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღოსოფია ხორგუანი უმრავლესობას: დეჟა ვუ მაქვს! - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ბოლო დღეებია - როგორც კონსტიტუციასა და კანონებს კოსტიუმივით ეცვა მიხეილ სააკაშვილი, თქვენც ასე აკეთებთ!GD იღებს პაკეტს, რომელიც ზღუდავს გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობას, ლობირებას, მთავრობის არაღიარებასპარლამენტი ამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც კიდევ უფრო ამკაცრებს გრანტებისა და პოლიტიკური საქმიანობის წესებს

ENDEKA