თსუ მ საქართველოში ორი წამყვანი უნივერსიტეტის შერწყმაზე ისაუბრა

თსუ მ საქართველოში ორი წამყვანი უნივერსიტეტის შერწყმაზე ისაუბრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით, გაიმართა თსუ-ს მმართველი ორგანოების - აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების ერთობლივი სხდომა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. თსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გამართულიყო შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. „გამოითქვა მოსაზრება, რომ თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები განიხილავენ ამ საკითხს და კოორდინირებულ პოზიციას წარუდგენენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს და სენატს. თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აკადემიურ სივრცეში დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების კოორდინაცია. აკადემიური საბჭოსა და სენატის ერთობლივი სხდომის შემდეგ თსუ-ს რექტორი სტუდენტებსაც შეხვდა“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯაბა სამუშია - ამ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდებაკობახიძე: „საქართველოს განვითარების ფონდი“ გაერთიანდება პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.საქართველოში სამეცნიერო ინსტიტუტების ხელმძღვანელთა ასაკი 65 წლამდე შეიზღუდაისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ სრიალთა ნაკრები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური შეჯიბრის ფინალში გავიდა.კობახიძე: თსუ-ს დედა უნივერსიტეტის სტატუსი უნდა დაუბრუნდესგასულ წელს საქართველოდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეები გააძევეს

ENDEKA