წილოსანი ამ შერწყმის შედეგად უნივერსიტეტი თავს არ დაკარგავს

წილოსანი ამ შერწყმის შედეგად უნივერსიტეტი თავს არ დაკარგავს

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმას დიდი მნიშვნელობა ექნება პედაგოგებისთვის და აკადემიური საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელსაც უარყოფითი მხარეები არ აქვს და ალბათ ყველაზე მეტად სტუდენტური აუდიტორია იქნება ამ ინიციატივით სარგებელი და გაახარებს. „ამ შერწყმის შედეგად უნივერსიტეტი თავს არ დაკარგავს. ტექნიკური მიმართულება გახდება ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და, რა თქმა უნდა, სრულად შენარჩუნდება ყველა ის კარგი ტრადიცია, რაც ამ უნივერსიტეტში ერთი საუკუნის განმავლობაში არსებობს“, - აღნიშნა წილოსანმა. ცნობისთვის: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებულ უმაღლეს სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელწოდება შეუნარჩუნდება. ივანე ჯავახიშვილი.

ტრამპი მკვეთრად ზრდის ტარიფებს შვეიცარიაზეშეერთებულმა შტატებმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.ლევ ვლასენკო - მსოფლიოს პიანისტი თბილისიდანზელენსკი არჩევნებსა და რეფერენდუმს 24 თებერვალს გამოაცხადებს - Financial Timesშეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აუკრძალა ვენესუელას რუსეთთან ნავთობის გარიგებაელენე ხოშტარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე - ეს არის დასავლეთის დევნა რუსეთის რეჟიმის მიერ, საჯაროდ და ღიად - გამიხარდება, თუ ჩემი წვლილი მინიმუმ 1% იქნება ივანიშვილის სანქციონირებაში.

ENDEKA