შეხვედრაზე დაშვების მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შეხვედრაზე დაშვების მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივის წინააღმდეგ სტუდენტების საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან მიმდინარეობს. პარალელურად, უნივერსიტეტში იმართება აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი. რაც შეეხება სტუდენტებს, დაცვის სამსახური მათ შენობაში არ უშვებს, რასაც უსაფრთხოების ზომებით ხსნიან. აქციის მონაწილეების თქმით, მათ თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასგან მიიღეს პირობა, რომ აღნიშნულ შეხვედრას სტუდენტების გარკვეული ნაწილი დაესწრებოდა. „გუშინ დავუკავშირდით ჯაბა სამუშიას და ვუთხარით, რომ გვინდოდა აკადემიური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება, რის შემდეგაც მისგან მივიღეთ პირობა, რომ რამდენიმე სტუდენტს სხდომაზე დაუშვებდნენ, მაგრამ დღეს დაცვა არ შეგვიშვებს შენობაში. სამწუხაროდ, აქ აბსოლუტური დაბნეულობაა, ვერ გავიგეთ რა ხდება, ამიტომ გვინდოდა შეხვედრაში მონაწილეობა და მათი პოზიცია გაგვეცნო. ამ ეტაპზე გეგმები არ გვაქვს, მაგრამ ვითხოვთ საჯარო შეხვედრას რექტორთან. რაც შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათთან გვაქვს კომუნიკაცია, ვგეგმავთ ერთად ვისაუბროთ და რამე გავაკეთოთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აწონ-დაწონის ევროინტეგრაციის ყველა დადებით და უარყოფით მხარეებსკობახიძე: დებატები ემსახურება საზოგადოების ერთიანობას, ჩვენ გვინდა შევეცადოთ სიმართლის დადგენადასავლეთ საქართველოში უხვი ნალექი, თოვლი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელიხელისუფლებამ ანაკლიის პორტისთვის არაკონკურენტული კონტრაქტები გაახანგრძლივა: ინვესტორი ჯერ კიდევ უცნობიაძველ ბათუმში უკანონო ნაგებობებისა და რეკლამის გამო კომერციული ობიექტები დააჯარიმესფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ENDEKA