სამართალდამცავებმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა აღკვეთეს

სამართალდამცავებმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი მასშტაბით შემოტანის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მოქალაქე ჯ.კ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის პირადი ჩხრეკისას ნივთიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 979 MDMA ტაბლეტი და 47 კაფსულა „პრეგაბალინის“ შემცველობით. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას.კალაძე: 2008 წელს ჩემი თანდასწრებით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა. მალე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოგერმანიის ელჩი: ევროკავშირი არ აწესებს სანქციებს, რადგან „მათ ვიღაცას არ მოსწონთ“ - მათ ამის მიზეზები სჭირდებათგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცენტრალური აზიის ქვეყნებს მკაცრად აფრთხილებსევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა მცირე ამანათების საბაჟო დაბეგვრის ახალი წესებიზელენსკი არჩევნებსა და რეფერენდუმს 24 თებერვალს გამოაცხადებს - Financial Times

ENDEKA