რუსთავის აზოტის 1000 ზე მეტი თანამშრომელი უკვე მეოთხე დღეა გაფიცულია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.
რუსთავის აზოტის თანამშრომლები ხელფასის 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უკვე მეოთხე დღეა ქარხნის 1000-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია. ყველა წარმოება შეჩერებულია, მათ შორის ჟანგბადის წარმოება. თანამშრომლების თქმით, ადმინისტრაცია ხელფასების მხოლოდ მცირე ოდენობით - 3%-ით გაზრდას დაჰპირდა, რაც მათთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ. გაფიცვის მონაწილეთა თქმით, ჟანგბადის წარმოების ქარხანა, რომელიც ამარაგებს საავადმყოფოებს, თავად ადმინისტრაციამ შეაჩერა. შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებლობას საწარმოს ხელმძღვანელობას აკისრებენ.
• საქართველოს უკვე აქვს უცხოური გავლენის შეზღუდვის დიდი გამოცდილება და შეუძლია სხვებსაც გაუზიაროს - საგარეო საქმეთა მინისტრი • ირაკლი კობახიძე - ჩვენ მზად ვართ ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი პრაქტიკა საგარეო გავლენებთან ბრძოლაში • განათლების ექსპერტი: თსუ-სა და სტუ-ს შერწყმა არის პირადი ახირება და ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება • მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია ევროპის საბჭოს აზროვნებისა და მუშაობის მიმართულებით, რომ როგორმე შეზღუდოს უცხოური გავლენა - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული. • ევროკავშირმა შესთავაზა ტრამპს ერთად იმუშაოს პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის დასასრულებლად • ქართულმა დარბაზებმა ანაკონდაზის კონცერტების გამართვაზე უარი განაცხადეს •