პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დაიწყო

პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დუბაიში, ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების კაბინეტის გენერალური მდივანი მერიამ ალ ჰამადი დახვდა. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო მთავრობის სამიტში, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება. პრემიერი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობის სამიტზე და ასევე მიიღებს მონაწილეობას მრგვალი მაგიდის შეხვედრაში, რომლის მთავარი თემა ინვესტიციების მომავალი იქნება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში იმყოფებოდა დელეგაციის შემადგენლობაში: ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გივი მიქანაძე, ასევე ლევან ჟოლიჟარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ეუთოს ინფორმაციით, მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისია საქართველოში მუშაობას დღეს დაიწყებსევროპის საბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანს იაგლანდის იმუნიტეტი მოუხსნა ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად.რუსმა აქტივისტებმა საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში ზინოვკინას, გრიბულის და ჩეჩინის გათავისუფლების მოთხოვნით წერილები გაუგზავნეს.გერმანიის ელჩი: ევროკავშირი არ აწესებს სანქციებს, რადგან „მათ ვიღაცას არ მოსწონთ“ - მათ ამის მიზეზები სჭირდებათშეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აუკრძალა ვენესუელას რუსეთთან ნავთობის გარიგებასაერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სურსათის ფასების ჯაჭვს შეისწავლიან

ENDEKA