პარლამენტში ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს დადგენილების პროექტი
კომისიას დაერქმევა „სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და საწვავის ფასების სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“. პარლამენტმა მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 3 თებერვალს პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადგენილების მიღების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კვოტებს დაადგენს კომისიის თითოეულ საპარლამენტო ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს. მან აღნიშნა, რომ დროებითი კომისიის ფორმირებას 3 და 4 თებერვალი დაეთმობა და ის მუშაობას 5 თებერვალს დაიწყებს. დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
• ბათუმში ახალი ხიდის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - მოძრაობა 9 თვეა გადაკეტილია • 2500-ზე მეტი ხანდაზმული სარგებლობს თბილისის უფასო პროგრამით „სპორტი ხანდაზმულთათვის“. • გერმანიის ელჩი: ევროკავშირი არ აწესებს სანქციებს, რადგან „მათ ვიღაცას არ მოსწონთ“ - მათ ამის მიზეზები სჭირდებათ • პიტერ ფიშერი განმარტავს, თუ რა დირექტივები მიიღო გერმანიის მთავრობისგან, როცა საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს • ტრამპი მკვეთრად ზრდის ტარიფებს შვეიცარიაზე • ქაჯა კალასი ყულევის პორტზე - სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება - სანამ შეთანხმება არ მოხდება, არაფერი შეთანხმებული იქნება •