ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ეროვნული ჰიმნით დაიწყება. ხვალინდელი პირველივე სხდომაზე პარლამენტი დადგენილებით შექმნის დროებით კომისიას, რომელიც შეისწავლის საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და საწვავის ფასების ფორმირების სტრუქტურას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები პარლამენტს განსახილველად დაჩქარებული წესით წარედგინა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასა და პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი შემზღუდველი კანონების მიღებას ითვალისწინებს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი მოისმენს მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშს ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.
• დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტს ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევას სთავაზობს • ეუთო: საქართველოსთვის მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ექსპერტთა მისიამ მუშაობა დაიწყო • ეუთო - მოსკოვის მექანიზმის საექსპერტო მისია საქართველოში მუშაობას დღეს იწყებს • პიტერ ფიშერი განმარტავს, თუ რა დირექტივები მიიღო გერმანიის მთავრობისგან, როცა საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს • ქაჯა კალასი ყულევის პორტზე - სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება - სანამ შეთანხმება არ მოხდება, არაფერი შეთანხმებული იქნება • საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა •