ანდრეი სიბიგა რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს

ანდრეი სიბიგა რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა. "არანაირი სამხედრო სამიზნეები - მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც მორიგეობის შემდეგ დაბრუნდნენ ოჯახებში. ეს მართლაც საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტატუსს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს", - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსებმა ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ. ”რუსი მკვლელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ და სხვა სისასტიკეში, უნდა დაისაჯონ”, - წერს ანდრეი სიბიგა. ცნობისთვის: დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ავტობუსზე, რომელშიც მაღაროელები იმყოფებოდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

კაია კალასმა იკითხა ყულევის პორტზეევროკავშირის საბჭომ გზა გაუხსნა 8 წევრ სახელმწიფოს ხელახალი შეიარაღების დასაფინანსებლად დახმარებისთვისბათუმში ახალი ხიდის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - მოძრაობა 9 თვეა გადაკეტილიაევროკავშირი ახალი მექანიზმით საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლას აჩერებსეუთო - მოსკოვის მექანიზმის საექსპერტო მისია საქართველოში მუშაობას დღეს იწყებსნატომ არქტიკაში სამხედრო მისია დაიწყო

ENDEKA