მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი გამკაცრდა თეთრ სიაში მოხვედრის კრიტერიუმები, სიის სრულად გაუქმება კი 2029 წელს იგეგმება.

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი გამკაცრდა თეთრ სიაში მოხვედრის კრიტერიუმები, სიის სრულად გაუქმება კი 2029 წელს იგეგმება.

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები“, - ნათქვამია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშში. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიტერიუმების გამკაცრება განპირობებული იყო არსებული პრაქტიკით, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდებოდა, შესაბამისად, სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად იხარჯებოდა და შემსყიდველი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. „შესაბამისად, გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, როგორც დასრულებული პროექტების, ისე წარსადგენი რეკომენდაციების კუთხით. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება წარსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, 2029 წელს კი „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება იგეგმება. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების მიზნობრივ მართვას, ასევე გაზრდის მიმწოდებლების მზაობას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები კეთილსინდისიერად და სათანადოდ, რათა მუდმივად ისარგებლონ „თეთრი სიით“ მინიჭებული შეღავათებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

თბილისის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილიაროგორ ხდება ქართული მეღვინეობის სუბსიდირება და რატომ იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთში?ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში: 2025 წელს საქართველოში მდგომარეობა "საგანგაშო ტემპით" გაუარესდალევან მახაშვილი - არავითარ ფასად არ გვინდა აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა, თორემ აქამდე ექნებოდა გადატვირთვის შანსი - მზად ვართ მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როცა ამის შესაძლებლობა იქნება სამართლიან ნიადაგზე.დამსაქმებელთა ასოციაცია მიგრანტ მუშაკთა/უცხოელთა შესახებ ახალ კანონზერა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია

ENDEKA