ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ პოლიტიკაში წასვლას აპირებს
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ ტვ პირველი დატოვა. წასვლის მიზეზებზე მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელშიც თავის ადგილს ხედავს. მიშველაძემ გამოაცხადა მზადყოფნა, გადავიდეს ბრძოლის ახალ, „ცხელ“ ეტაპზე და ფრონტის ხაზზე ყოფნა. „ჟურნალისტიკას ასე მარტივად არ ტოვებენ, მაგრამ რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ ახლა საჭიროა ახალი ეტაპი - ბრძოლის ახალ ეტაპს ვგულისხმობ და სწორედ ამ ეტაპზე დავინახე ჩემი თავი უფრო საჭიროდ. ბრძოლას, რომელზეც მე ვსაუბრობ, საჭიროებს გამოცოცხლებას, იმედს, რწმენას. მე მინდა ამაში წვლილი შევიტანო და ვფიქრობ, მოვახერხებ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელშიც მე ვხედავ ჩემს თავს და მინდა მონაწილეობა მივიღო - გადავიდე ბრძოლის სხვა, ცხელ ფაზაში და ვიყო წინა ხაზზე. ივანიშვილს ჰგონია, რომ პოლიტიკა მოკლა, მაგრამ არ მოკლავს. სწორედ მაშინ, როცა ეჩვენება, რომ პოლიტიკა მოკლა, როცა ყველას ციხეში ჩაკეტვით და ყველა პოლიტიკური პარტიის განადგურებით ემუქრება, ყოველთვის იქნება ერთი ან ბევრი ადამიანი, ვინც შეუერთდება ამ ბრძოლას და ქუჩაში მყოფთა გვერდით დადგება. ჩვენ არ დავთმობთ ამ ქვეყანას რუსებს და მინდა უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში“, - განაცხადა მიშველაძემ.
• ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი ხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს • რუსეთმა საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და "უკრაინელ დაქირავებულად" გამოაცხადა. • სამების საკათედრო ტაძარში სამოსელის ამოღების რიტუალი ტარდება • საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩება სასურსათო თვითდაკმაყოფილების მხრივ • ეპისკოპოსი შიო - კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი მსახურება ადვილი არ იყო - უწმინდესი, როგორც ჩანს, სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ერის გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სული შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. • კობახიძემ და ქართულმა ოპოზიციამ მადიარს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს •