სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება განიხილეს, ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები. საქმე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განიხილა. პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენის შუამდგომლობა მოითხოვა, თუმცა ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილა და აღკვეთის ღონისძიება გირაოთი უნდა შეიცვალოს. შედეგად, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
• რუსეთ-საქართველოს გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა • რას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტები • ხელვაჩაურში სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა • საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა • საპატრიარქო - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა პრობლემური, მაგრამ სტაბილურია - ყველას ვთხოვთ ილოცონ მისთვის. •